მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ერთი მატჩის ისტორია: საქართველომ რუსეთი გაანადგურა

ერთი მატჩის ისტორია: საქართველომ რუსეთი გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
73 ნახვა

დღეს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დასკვნითი მატჩი უნდა გამართულიყო, სადაც ტურნირის  12-გზის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები მტერ-მეტოქე რუსეთს უნდა შერკინებოდა.

მსოფლიოში გავრცელებული  ახალი კორონა ვირუსის გამო შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ჩვენ კი გავიხსენოთ ამ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ისტორიული მატჩი, სადაც ,,ბორჯღალოსნებმა” რუს ,,დათვებს” თავ-ბედი აწყევლინეს და 46-ქულიანი სხვაობით 46:0 გაანადგურეს.
ეს კი მანამდეც და მას შემდეგაც ქართველების ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება გახლავთ.

2012 წელი,  17 მარტი თბილისი. „მიხეილ მესხის” პირთამდე სავსე სტადიონი.

საქართველოს ნაკრებმა  მტერ-მეტოქე რუსებს თავისი ძალა მატჩის დასაწყისშივე აჩვენა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

,,ბორჯღალოსნებმა” მატჩის პირველი ნახევარი 17:0 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ნახევარში რუსები 3-ჯერ დაალელოვა.
ლელოს ავტორები  მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე და ირაკლი მაჩხანელი გახდნენ.
3-დან ორი გარდასახვა მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა.

მეორე ტაიმში ქართველებმა რუსების ჩაგვრა განაგრძეს და მათ  სამი გარდასახული ლელო და 2 ჯარიმა გაუტანეს.
ჯერ იყო და ლევან დათუნაშვილმა იხეირა, შემდეგ კი თავი გიორგი ნემსაძემ გამოიჩინა.
რუსების შერცხვენას წერტილი ირაკლი მაჩხანელმა დაუსვა. მან მატჩში დუბლი შეასრულა.

მერაბ კვირიკაშვილმა მეორე ნახევარში პირველ ტაიმში მოპოვებულ 4 ქულას, კიდევ 12 ქულა მიუმატა.  ,,მეკომ” 3 გარდასახვა და 2 ჯარიმა იდეალურად შეასრულა.

ამ მატჩამდე რუსებს საქართველოსთან მოგება შორეულ 1993 წელს ჰქონდა მოპოვებული და ერთი მატჩიც ფრედ იყო დასრულებული.
12 შეხვედრა კი ქართველებს ჰქონდათ მოგებული.

დღევანდელი სტატისტიკა კი ასეთია:
სულ 23 ორთაბრძოლა.
21 მოგება – საქართველო
1 მოგება – რუსეთი
1 ფრე.

ესეც იმ ისტორიული მატჩის ოქმი:

17 მარტი. თბილისი. „მიხეილ მესხი”

საქართველო 46:0 რუსეთი

საქართველო: 15 ირაკლი ყიასაშვილი, 14 ირაკლი მაჩხანელი, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 ალექსანდრე თოდუა, 10 მერაბ კვირკაშვილი, 9 ირაკლი აბუსერიძე (კაპ);
1 ვასილ კაკოვინი,  2 ირაკლი ნატრიაშვილი, 3.  დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5.
ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7.  გივი ბერიშვილი,
8 მამუკა გორგოძე;

მარქაფა:  22. ლაშა მალაღურაძე, 21. გიორგი ბეგაძე
20. თედო ზიბზიბაძე;
16. რევაზ ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. გიორგი ნემსაძე, 19.  დიმიტრი ბასილაია

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
6 ლელო: გორგოძე, ჩხაიძე, მაჩხანელი (2), დათუნაშვილი, ნემსაძე
5 გარდასახვა: კვირიკაშვილი
2 საჯარიმო: კვირიკაშვილი

რუსეთი: 15 იური კუშნარიოვი, 14 მიხაილ ბაბაევი, 13 სერგეი ტრიშინი, 12 ალეკსეი მაკოვეცკი, 11 ანდრეი ოტროკოვი, 10 ანტონ რიაბოვი, 9 ალეკსანდრ იანუშკინი;
1 ალეკსეი ვოლკოვი,  2 ნაზარ გასანოვი, 3 ინოკენტი ზიკოვი,4 დენის ანტონოვი, 5 კირილ კულიომინი, 6 არტემ პატახოვი, 7 ანდრეი გარბუზოვი,  8. ვიკტორ გრესევი.
მარქაფა: 22 დმიტრი გერასიმოვი,
21 პაველ ბუტენკო, 20.  ალეკსანდრ შაკიროვი;
16 კირილ კოპეშკინი, 17 მაკსიმ სტურზა, 18. ვლადიმირ ბოლტენკოვი, 19. პაველ კვერნაძე.

მთავარი მწვრთნელი: კინგსლი ჯონსი (უელსი)

მთავარი მსაჯი: მატიო რეინალი (საფრანგეთი)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი