მთავარი საქართველოლეგიონერები 3 თამაში, 3 მოგება – შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” უზბეკეთის ჩემპიონატში გალიდერდა

3 თამაში, 3 მოგება – შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” უზბეკეთის ჩემპიონატში გალიდერდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

უზბეკეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-3 ტურის მატჩში შოთა არველაძის ,,ფახთაქორმა” ბეკობოდის ,,მეტალურგი” 4:1 გაანადგურა და ლიდერის მანტია მოირგო.

ტაშკენტელებმა საკუთარ კედლებში მეტოქეს თითო ტაიმში 2-2 გოლი გაუტანეს.

,,ფახთაქორის” ლიდერმა სერბმა დრაგან სერანმა 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ბალკანელს 3 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და უზბეკეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

32-ე წუთზე სხვაობა ორამდე იგორ სერგეევმა გაზარდა.
სერგეევს 3 თამაშში, 3 გოლი დაუგროვდა.

53-ე წუთზე ,,მეტალურგების” კარი მესამედ ჯალოლიდინ მაშარიპოვმა დალაშქრა.

სტუმრებმა ორბურთიანი სტატუსკვო 69-ე წუთზე აღადგინეს.
არველაძის გუნდის კარი მუროდბეკ ბობოჟონოვმა აიღო.

მატჩის საბოლოო ანგარიში ,,ფახთაქორის” შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ერენ დერდიაკმა დააფიქსირა.

შოთა არველაძის გუნდმა 4:1 მოიგო და 9 ქულით ,,ნასაფ ქარშისთან” ერთად უზბეკეთის ჩემპიონატს ლიდერობს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი