მთავარი ჭიდაობათავისუფალი ლეგენდარული ლევან თედიაშვილი იუბილარია

ლეგენდარული ლევან თედიაშვილი იუბილარია

ავტორი კახა მიხანაშვილი
444 ნახვა

დღეს, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოჭიდავე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი 72 წლის გახდა.

ლევან თედიაშვილი საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში 1948 წლის 15 მარტს, დაიბადა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველმა ფალავანმა ზედიზედ 2-ჯერ 1972 და 1976 წლებში მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე ოქრო მედალი დაისაკუთრა.

თედიაშვილი 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ. ქართველმა პლანეტის პირველობა 1971, 1973, 1974, 1975 წლებში მოიგო.
1978 წელს კი მეხიკოში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ლევან თედიაშვილი ევროპის 3-გზის ჩემპიონია. ლეგენდარულმა მოჭიდავემ კონტინენტის ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული  1974, 1976, 1978 წლებში მოიპოვა.

დაუმარცხებელი ფალავანი 1973 წელს მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა.
თედიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ჭიდაობა სამბოშიც ფლობს. მან სამბოს მსოფლიოს პირველობაზე ოქროს 1973 წელს ირგუნა.

თედიაშვილი  197119731974 წლებში საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

1973 წელს  საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 კგ და 90კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

თედიაშვილი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში  მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.
დაჯილდოვების ცერემონიალზე ბატონმა ლევანმა იხუმრა: ,,ეს ერთადერთი ბრიბჯაოა, რომელიც კარიერაში მომიპოვებიაო.”

ლევან თედიაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის,  სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი გახლავთ.

დიდი ტალანტის მქონე მოჭიდავემ ნიჭი სამსახიობო კუთხითაც გამოიჩინა და 1987 წელს გიორგი შენგელიას მიერ გადაღებულ ფილმ ,,ხარება და გოგიაში” მთავარი როლი შეასრულა.  ფილმში ლევან თედიაშვილს პარტნიორობას ლეგენდარული ველომბრბოლელი ომარ ფხაკაძე უწევდა.
ტაშკენტის მსოფლიოს  კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ცნობილ ქართველ ფალავან ლევან თედიაშვილს “ოქროს პრიზი” გადასცეს.

,,სპორტერის” რედაქცია ლევან თედიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და  ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

0 კომენტარი
2

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი