მთავარი მთავარი ჰარუ ბაშოს ნაკაბიზე ტოჩინოშინმა დაძაბულ ბრძოლაში მონღოლ ტამავაშის სძლია

ჰარუ ბაშოს ნაკაბიზე ტოჩინოშინმა დაძაბულ ბრძოლაში მონღოლ ტამავაშის სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
219 ნახვა

ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე მესამე გამარჯვება იზეიმა.

წლის მე-2 სუპერტურნირის ნაკაბიზე ანუ შუაწელს ლევან გორგოძემ ექს-სეკივაკე მონღოლ ტამავაშის სძლია.

დოჰიოზე დაძაბული ორთაბრძოლა გაჩაღდა.
თავდაპირველად, აზიელმა რიკიშიმ ჩვენებურს მძლავრად შემოუტია და დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, თუმცა ლევანმა ძალები მოიკრიფა და მოწინააღმდეგეს შიტატედაშინაგეთი მოუგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 3 მოგება და 5 მარცხი გააჩნია.
კაჩი კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად კი ქართველს დარჩენილი 7 ბრძოლიდან, 5 მოგება ესაჭიროვება.

ხვალ, ლევან გორგაძე მე-6 მაეგაშირა იაპონელ მიოგირიუს შეერკინება.

ესეც ქართველის მოგების ამსახველი ვიდეო:
http://sport.adjara.com/items/2165471

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი