მთავარი მთავარი იოკოძუნა ჰაკუჰოს მე-8 გამარჯვება ჰარუ ბაშოს ნაკაბიზე

იოკოძუნა ჰაკუჰოს მე-8 გამარჯვება ჰარუ ბაშოს ნაკაბიზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

სუმოს სამშობლოს ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის მე-2 სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე დღეს ნაკაბის ანუ შეჯიბრის შუაწელის ორთაბრძოლები გაიმართა.

მარტის ბაშოზე დაუმარცხებლად, წინ ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო მიიწევს.
,,თეთრმა ფენიქსმა” ტურნირზე მე-8 გამარჯვება ექს-კომოსუბი იაპონელ აბისთან მოიპოვა.
43-გზის იუშოს მფლობელმა ჰაკუჰომ მე-4 მაეგაშირას რანგში მყოფი აბი ტოტარით დაამარცხა.

იოკოძუნა კაკურიუმ ექს-სეკივაკე მიტაკეუმის ოშიდაშით სძლია.
ორივე ამ რიკიშის 6 მოგების, წილ 2 მარცხი გააჩნიათ.

6:2 ბალანსი აქვს ოძეკის წოდებისთვის მებრძოლ ასანოიამასაც. დღეს, მან მე-3 მაეგაშირა იატაკაიამასთან სუკუინაგეთი წააგო.

კომოსუბი ჰოკუტოფუჯის ძლევა ოძეკმა ტაკაკეიშომ მოახერხა.
მან მოწინააღმდეგე ოშიდაშით დაამარცხა.
ტაკაკეიშოს ამ დროისთვის 5:3 ბალანსი გააჩნია.

იოკოძუნა ჰაკუჰოს მხოლოდ ერთი მოგებით მე-13 მაეგაშირა ბულგარელი აოიამა და მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო ჩამორჩებიან.
ორივე რიკიშის 7 მოგების წილ, ერთი მარცხი აქვთ.

ხვალ, ჰაკუჰო მორიგ გამარჯვების მოპოვებას მე-5 მაეგაშირა რიუდენთან შეეცდება.

კაკურიუს მოწინააღმდეგე მე-4 მაეგაშირა აბი იქნება.

ოძეკი ტაკაკეიშო მე-3 მაეგაშირა იატაკაიამას შეებრძოლება.

სეკივაკეები ასანოიამა და შოდაი ურთიერთობას ერთმანეთში გაარკვევენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი