მთავარი მთავარი ჩიომარუს კორონავირუსზე შეამოწმებენ – იაპონელი  მაღალი სიცხის გამო ჰარუ ბაშოდან მოხსნეს

ჩიომარუს კორონავირუსზე შეამოწმებენ – იაპონელი  მაღალი სიცხის გამო ჰარუ ბაშოდან მოხსნეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

იაპონელი რიკიში მე-15 მაეგაშირა ჩიომარუ ჰარუ ბაშოდან მოხსნეს.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილს ბოლო 24 საათში  მაღალი სიცხე აღენიშნებოდა.

ჩიომარუს გუშინ ტემპერატურა 38.6 ჰქონდა.  დღეს, კი სიცხემ აუწია და
39.7  მიაღწია.

დღეს, იაპონელი მებრძოლი ჰარუ ბაშოს ნაკაბიზე მე-17 მაეგაშირა მეისეის უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ცხადია, რომ სიცხის გამო, მან დოჰიოზე გამოსვლა ვერ მოახერხა.

ჩიომარუ სპეციალურ დაწესებულებაშია გადაყვანილი და ახალ კორონავირუსზე ამოწმებენ.  თუ რიკიშის ვერაგული დაავადება არ დაუდასტურდა, მას ბაშოზე დაბრუნება შეეძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამორიცხული არ არის დღის წერიგში ბაშოს შეჩერების საკითხიც დადგეს.

ჩიუმარუ ჰარუ ბაშოზე კარგად გამოდის. მას 5:3 ბალანსი აქვს.

იაპონიაში ახალი კორონავირუსის 825 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 21 ადამიანს ვირუსი დღეს დაუდასტურდა.
სულ კი ამომავალ მზის ქვეყანაში დაავადებას 22 ადამიანი შეეწირა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი