მთავარი მსოფლიოესპანეთი კორონავირუსისგან 21 წლის მწვრთნელი გარდაიცვალა

კორონავირუსისგან 21 წლის მწვრთნელი გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
48 ნახვა

ესპანური საფეხბურთო კლუბ „ატლეტიკო პორტადა ალტას“ მწვრთნელი ფრანსისკო გარსია 21 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ,,მარკა” ავრცელებს.

ფრანსისკო გარსია „ატლეტიკო პორტადა ალტას“ ბავშთა გუნდის მწვრთნელად მუშაობდა.

გარსია კორონავირუსს მალაგის საავადმყოფოში ებრძოდა და იქვე გარდაიცვალა.
მწვრთნელი მაღალი რისკის ზონაში იმყოფებოდა. იგი ონკოლოგიური პაციენტი იყო.

ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 9 942 შემთხვევაა გამოვლენილი.
დაავადებას კი 342 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი