მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,ვალენსიას” გუნდის ფეხბურთელთა 35% კორონავირუსით დაინფიცირდა

,,ვალენსიას” გუნდის ფეხბურთელთა 35% კორონავირუსით დაინფიცირდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოს “ატალანტასთან” ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ ესპანური ,,ვალენსიას” გუნდის ფეხბურთელთა 35% კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ, ესპანურმა კლუბმა სამი დაავადებული ვინაობა, მათთან შეთანხმებით განაცხადა.
კორონავირუსის ესეკილ გარაი, ელიაკიმ მანგალა და ხოსე ლუის გაია არიან დაინფიცირებულნი.

დაავადებული ფეხბურთელები სირთულის მიხედვით, კარანტინში და შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსის 9 942 შემთხვევაა დაფიქსირებული.
342 ადამიანის სიცოცხლე კი ვერაგულ დაავადებას შეეწირა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი