მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მე-4 ბრძოლა მოიგო

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მე-4 ბრძოლა მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
95 ნახვა

ქართველმა რიკიშიმ ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის მე-2 სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე რიგით მე-4 ორთაბრძოლა მოიგო.

ტოჩინოშინმა ბაშოს მეათე დღეს მე-8 მაეგაშირა იაპონელი შოჰოძანი დაამარცხა.

ქართველმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილს ოშიდაშით სძლია.

ლევან გორგაძეს მიმდინარე ტურნირზე 4 მოგება და 6 მარცხი გააჩნია. მას კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად, დარჩენილ 5 ბრძოლაში 4 მოგება სჭირდება.

ხვალ, ტოჩინოშინს მეტოქედ მე-6 მაეგაშირა იაპონელი კაგაიაკი ეყოლება.
აზიელ რიკიშის მარტის ბაშოზე 6:4 ბალანსი აქვს.

ესეც ტოჩინოშინის გამარჯვების ვიდეო: http://sport.adjara.com/items/2165574

ფოტო: adjara.sport.com

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი