მთავარი მთავარი ჩიომარუს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ჩიომარუს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

იაპონელ რიკიშის მე-15 მაეგაშირა ჩიომარუს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ,,japan-sumo.ru” ავრცელებს.

ჩიომარუს კორონავირუსზე ტესტი გუშინ ჩაუტარეს. გამოკვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა.

იაპონელს, თუ სიცხე არ ექნება
ჰარუ ბაშოზე დაბრუნება,
უკვე ხვალ შეუძლია.

ჩიომარუს კორონავირუსზე შემოწმება იმიტომ გახდა საჭირო, რომ იაპონელ რიკიშის ორ დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები ჰქონდა.
ახლა კი მას სიცხემ დაუწია და 37.7 გრადუსი შეადგინა.

ჩიუმარუს გაცივების გამო 3 შეხვედრა გაუცდა და მისი ბალანსი ამჟამად 5:5 გახლავთ.

ხვალ, ამომავალი მზის ქვეყნის შვილს დაპირისპირება თანამემამულე მე-13 მაეგაშირა კოტოშოგუკუსთან მოუწევს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი