მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო

ავტორი კახა მიხანაშვილი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მსოფლიოში არსებული პანდემიის, კორონავირუსის  გამო ნაცვლად, 2020 წლის ზაფხულისა 2021 წლის 11 ივნისსა და 11 ივლისს შორის გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,ინდეპენდენტი” ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადების საფუძველზე ავრცელებს. 

ამ წუთებში უეფას წევრ ქვეყნებს შორის ვიდეოკონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ევროპირველობის გარდა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც მსჯელობენ.

კორონავირუსის პანდემიამ ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატები  და სხვა საფეხბურთო ღონისძიებები შეაჩერა.

ვიდეოკონფერენციაზე მათი გაგრძელების შესახებ მიდის მსჯელობა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი