მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების ბელარუსთან მატჩი სავარაუდოდ ივნისში გაიმართება

საქართველოს ნაკრების ბელარუსთან მატჩი სავარაუდოდ ივნისში გაიმართება

ავტორი კახა მიხანაშვილი
8 ნახვა

დღეს, უეფას წევრ 55 ქვეყანას შორის გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მრავალ საკითხზე იმსჯელეს.

ოფიციალურად გადაწყდა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.

ოფიციალურად, დადასტურდა ის ფაქტიც, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების ერთა ლიგის 1/2 ფინალის
26 მარტს დანიშნული შეხვედრა გადაიდო.

მატჩი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში შედგება.

ამ მატჩის ჩატარების ზუსტი თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება.

იმ გულშემატკივრებს, ვისაც საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე ბილეთები აქვს შეძენილი შეხვედრაზე დასწრებას უპრობლებლემოდ შეძლებენ.

ქომაგებს ასევე ბილეთების დაბრუნება ,,TKT.GE” საიტზე შეუძლიათ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი