მთავარი მთავარი ტოჩინოშინის ჰენკა და მე-5 გამარჯვება ჰარუ ბაშოზე

ტოჩინოშინის ჰენკა და მე-5 გამარჯვება ჰარუ ბაშოზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
161 ნახვა

სუმოს წლის მე-2 სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მე-5 გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძემ მე-6 მაეგაშირა კაგაიაკისთან ორთაბრძოლაში სუმოსთვის მიუღებელი ჰენკა გააკეთა. ქართველი მეტოქეს ტაჩიაზე გაეცალა და ჰატაკიკომით მოიგო.

ასეა, თუ ისეა ტოჩინოშინს 11 ბრძოლის შემდეგ 5 მოგების წილ, 6 მარცხი აქვს. ქართველ რიკიშის კაჩი კოშის ანუ დადებითი ბალანსი მოსაპოვებლად 3 ბრძოლის მოგება ესაჭიროვება.
მარტის ბაშოს დასრულებამდე 4 დღეა დარჩენილი.

ხვალ, ლევან გორგაძე მე-15 მაეგაშირა ჩიომარუს დაუპირისპირდება.
ჩიუმარუს ბაშოს მიმდინარეობისას სიცხემ აუწია და კორონავირუსზე შეამოწმეს.
იაპონელს დაავადება არ დაუდასტურდა.

იხილეთ ტოჩინოშინის გამარჯვების ვიდეო: http://sport.adjara.com/items/2165634

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი