მთავარი მთავარი სადიო მანემ სენეგალში კორონავირუსთან  საბრძოლველად 45 ათასი ევრო გამოყო 

სადიო მანემ სენეგალში კორონავირუსთან  საბრძოლველად 45 ათასი ევრო გამოყო 

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

,,ლივერპულის” სენეგალელმა ფეხბურთელმა სადიო მანემ სამშობლოს კორონავირუსთან  საბრძოლველად 45 ათასი ევრო გამოუყო.

ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის სამშობლოში დაავადების რამდენიმე ათეული შემთხვევა გამოვლინდა.

27 წლის თავდამსხმელი სენეგალელებს სახლში დარჩენისკენ და ხელების ხშირი დაბანისკენ მოუწოდებს.

სადიო მანეს აზრით, კორონავირუსი მძიმე დაავადებაა და მათ ყველა სერიოზულად უნდა მოეკიდოს.

ამ დროისთვის კორონავირუსით სენეგალში 31 შემთხვევაა დაფიქსირებული.
აქედან 4 ადამიანი დღეს დაინფიცირდა.
საბედნიეროდ, აფრიკის ამ ქვეყანაში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი