მთავარი სხვა_კრივი ოლიმპიური ლიცენზია და შეწყვეტილი ტურნირი – საკრივო ამბები ლონდონიდან

ოლიმპიური ლიცენზია და შეწყვეტილი ტურნირი – საკრივო ამბები ლონდონიდან

44 ნახვა

მეშვიდე ლიცენზია საქართველოს ოლიმპიურ გუნდს სახილ ალახვერდოვმა მოუტანა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში შეწყვეტილ ევროპელ მოკრივეთა ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე შემდეგი დათქვმა იყო – ტოკიოში ასპარეზობის უფლებას საუკეთესო რვეული მიიღებდა, ამისთვის კი საჭირო მეოთხედფინალში გასვლა იყო. ხოდა სახილმაც ჩინებულად გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას. 52 კილოში მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორმა სერბ დუშან დუშან იანიჩს პირწინდად სძლია და ტოკიოს საგზურიც დაისაკუთრა.

გზა ოლიმპიადისკენ წარმატებულად დაიწყეს ესკერხან მადიევმა (69კგ) და გიორგი ხარაბაძემ (75კგ). ერთმა გერმანელი ანდრეას პაულ ვოლი, ხოლო მეორემ სერბი სანდრო პოლეტანი დაამარცხა და მიზნამდე თითო გამარჯვებაღა აშორებდათ +91 კილოში გამომსვლელ გიორგი ჭიღლაძესთენ ერთად, თუმცა კორონავირუსის გამო ტურნირი ჩაიშალა.

სამწუხაროდ მარცხიანი გამოდგა ბრიტანული რინგი არტიუშ გომციანისთვის. ლაშა გურულისთვის და ნიკოლოზ ბეგაძისთვის.

ჯერჯერბოთ უცნობია როდის განახლდება ლონდუნური ასპარეზობა. შექმნილი ვითარების გამო ასევე გადაიდო პარიზის სალიცენზიო ტურნირი, რომელიც 13-24 მაისს იყო ჩანიშნული.

 

ფოტო: პირველი არხი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი