მთავარი მთავარი იოკოძუნა ჰაკუჰოს შავი დღე – ჰარუ ბაშოს სათავეში ერთპიროვნულად აოიამა ჩაუდგა

იოკოძუნა ჰაკუჰოს შავი დღე – ჰარუ ბაშოს სათავეში ერთპიროვნულად აოიამა ჩაუდგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
212 ნახვა

დღეს, სუმოს სამშობლოს ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის მე-2 სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა.

43-გზის ჩემპიონმა ,,თეთრმა ფენიქსმა” მე-12 დღის ბრძოლა სეკივაკე შოდაისთან დათმო.

შოდაიმ მრისხანე მოწინააღმდეგე დოჰიოდან იორიკირით გადადგა.
ჰაკუჰოს 10 მოგების წილ, 2 მარცხი გააჩნია.

მარტის ბაშოს ლიდერის მანტია ერთპიროვნულად მე-13 მაეგაშირა ბულგარელმა აოიამამ მოირგო.

ევროპელმა რიკიშიმ ექს-
სეკივაკე მიტაკეუმის ოშიდაშით სძლია და ბაშოზე 11:1 ბალანსი გაუხდა.

ლეგენდარული ჰაკუჰოს მსგავსად, ბაშოზე 10:2 ბალანსი მონღოლ იოკოძუნა კაკურიუს და იაპონელ სეკივაკე ასანოიამას აქვთ.

კაკურიუმ უვატენაგეთი კომოსუბი ენდოს სძლია, ხოლო ასანოიამამ
მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო ოშიტაოშით დაამარცხა.

რიკიშების სია, რომლებიც იუშოს შანსს ინარჩუნებენ ასე გამოიყურება:
11:1
მე-13 მაეგაშირა აოიამა

10:2
იოკოძუნა ჰაკუჰო
იოკოძუნა კაკურიუ
სეკივაკე ასანოიამა

9:3
მე-3 მაეგაშირა მიტაკეუმი
მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო

ხვალ, 20 მარტს
იოკოძუნა ჰაკუჰო : სეკივაკე ასანოიამა
ოძეკი ტაკაკეიშო : იოკოძუნა კაკურიუ
მე-13 მაეგაშირა აოიამა : მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო
მე-3 მაეგაშირა მიტაკეუმი : მე-7 ტაკარაფუჯი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი