მთავარი მთავარი სალომე მელია: ,,ვიწყებ ჭადრაკის უფასო ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას!”

სალომე მელია: ,,ვიწყებ ჭადრაკის უფასო ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას!”

ავტორი კახა მიხანაშვილი
46 ნახვა

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, საერთაშორისო დიდოსტატმა სალომე მელიამ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე სასიამოვნო განცხადება გამოაქვეყნა.

ქართველი მოჭადრაკე კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ბავშვების გართობისა და განვითარების მიზნით ჭადრაკის უფასო ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას იწყებს.

აი რას წერს სალომე მელია სოციალურ ქსელში:

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობდი, ჩემი პროფესიის და კომპეტენციის ფარგლებში რისი გაკეთება შემეძლო სახლის პირობებში.
მშობლებისთვის, ყველაზე რთული, ალბათ სახლში „გამოკეტილი“ ბავშვების გართობა და განვითარებაა. მოწოდების ფარგლებში #დარჩისახლში#დავეხმაროთერთმანეთს – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, დღის 12:00 საათიდან, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის (რა თქმა უნდა უსასყიდლოდ) ვიწყებ ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას!

შემოგვიერთდით გვერდზე – Online Chess lessons/ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილები სალომე მელიასთან.

ონლაინ გაკვეთილებში ჩართულ ბავშვებს, თვითიზოლაციის პერიოდის დამთავრების შემდეგ, პირადად დავასაჩუქრებ ჭადრაკის კომპლექტით. (საჭიროების შემთხვევაში, თვითიზოლაციის დროსაც, ბავშვებს დავურიგებ ინვენტარს საცხოვრებელ მისამართზე)

შეგიძლიათ, გაავრცელოთ პოსტი, მსურველთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში შევქვმნი ჯგუფებს, გამოვყოფ მეტ დროს და დავამატებ გაკვეთილებს“ – ნათქვამია სალომე მელიას განცხადებაში.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი