მთავარი მთავარი ქველმოქმედი მოჰამედ სალაჰი – ,,ლივერპულის” ფორვარდმა ეგვიპტეში კორონავირუსთან ბრძოლას მილიონ ევროზე მეტი შესწირა

ქველმოქმედი მოჰამედ სალაჰი – ,,ლივერპულის” ფორვარდმა ეგვიპტეში კორონავირუსთან ბრძოლას მილიონ ევროზე მეტი შესწირა

ავტორი კახა მიხანაშვილი
52 ნახვა

,,ლივერპულისა” და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდი მოჰამედ სალაჰი სამშობლოში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად არის ჩაბმული.

ფარაონთა ქვეყნის ყველაზე ცნობილმა ფეხბურთელმა ვერაგულ დაავადებასთან საბრძოლველად 20 მილიონი ეგვიპტური ფუნტი გაიღო, რაც დაახლოვებით, 1.17 მილიონი ევრო გახლავთ.

კორონავირუსის ბრძოლაში ჩართული სალაჰის საქციელი
ეგვიპტის სპორტის ყოფილმა მინისტრმა ჰალედ აბდულაზიზმა ასე შეაფასა: ,,ეს არის ნამდვილი ეგვიპტელის საქციელი. სალაჰი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლო გახდა”

მოჰამედ სალაჰი ქველმოქმედი ადამიანია. იგი სამშობლოში გაჭირვებულ მოსახლეობას ყოველთვის ეხმარება.
მისი დაფინანსებით ეგვიპტის სოფლებში ახალი სკოლები, საფეხბურთო მოედნები და სავარჯიშო დარბაზები აშენდა.

ეგვიპტეში ამ დროისთვის კორონავირუსის 256 შემთხვევაა გამოვლენილი.
აქედან ვერაგული დაავადებით დღეს 46 ადამიანი დაინფიცირდა.
ვირუსს 7 პიროვნების სიცოცხლე შეეწირა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი