მთავარი მთავარი იოკოძუნა ჰაკუჰომ ასანოიამას სძლია – ტრიო ჰარუ ბაშოს სათავეში

იოკოძუნა ჰაკუჰომ ასანოიამას სძლია – ტრიო ჰარუ ბაშოს სათავეში

ავტორი კახა მიხანაშვილი
55 ნახვა

სუმოს სამშობლოს, იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის მე-2 სუპერტურნირ ჰარუ ბაშოს 13 დღის შემდეგ 3 ლიდერი ჰყავს.

მათ გარდა იუშოს მოპოვების შანსს, კიდევ 3 რიკიში ინარჩუნებს.

სუპერტურნირზე 11 მოგებითა და 2 მარცხით მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ, ასევე მე-13 მაეგაშირა ბულგარელი აოიამა ლიდერობენ.

რამდენიმე წუთის წინ ლეგენდარულმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მარტის ბაშოზე რიგით მე-11 გამარჯვება იზეიმა.

,,თეთრმა ფენიქსმა” ოძეკის წოდებისთვის მებრძოლი სეკივაკე ასანოიამა ოშიდაშით დაამარცხა.

იოკოძუნა კაკურიუმ ოძეკი ტაკაკეიშო დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

აიოიამამ კი ორთაბრძოლა მე-9 მაეგაშირა ტაკანოშოსთან ოშიდაშით დათმო.

იუშოსთვის მებრძოლთა სია ასე გამოიყურება:
11:2
იოკოძუნა ჰაკუჰო
იოკოძუნა კაკურიუ
მე-13 მაეგაშირა აოიამა

10:3
სეკივაკე ასანოიამა
მე-3 მაეგაშირა მიტაკეუმი
მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო

ხვალინდელი დღის ორთაბრძოლების განრიგი ჯერჯერობით უცნობია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი