მთავარი მთავარი ევროპაში ფეხბურთს მხოლოდ ბელარუსში თამაშობენ

ევროპაში ფეხბურთს მხოლოდ ბელარუსში თამაშობენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

ბელარუსს პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსი არ აშინებს.

ვირუსის გამო, ევროპის მაშტაბით ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე დიდი ხანია გადადებულია.

ბელარუსში კი 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი ,,ვისშაია ლიგა” გუშინ  ორი შეხვედრით დაიწყო.
ამ უიკენდზე პირველი ტურის, კიდევ 6  მატჩია დანიშნული.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ კორონავირუსი სხვა არაფერია თუ არა ფსიქოზი.

აი რა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ბელარუსულ მედიაში:

„მე ამ ვირუსს ფსიქოზს ვეძახი და ამაზე არასოდეს ვიტყვი უარს, რადგან თქვენთან ერთად უკვე მრავალი ფსიქოზი გადავიტანე და ყველამ ვიცით რა შედეგი მოჰყვა ამას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მორიგი ფსიქოზია, რომელიც ვიღაცას სარგებელს მოუტანს, ვიღაცას კი ზიანს.

რატომ  გეშინიათ? რატომ აყევით საყოველთაო  პანიკას?
რატომ იქცევით ასე?
მოგიწოდებთ, დაწყნარდეთ, დამშვიდდდეთ და ცხოვრება ჩვეულ რითმში გავაგრძელოთ.

ჩვენს ქვეყანაში არცერთი  მნიშვნელოვანი ღონისძიება არ უნდა შეწყდეს.

დარწმუნებული ვარ, პანიკისგან უფრო დავზარალდებით, ვიდრე თავად კორონავირუსისგან. მე ეს უფრო მაწუხებს“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსში საფეხბურთო მატჩების გარდა, ამ უიკენდზე ჰოკეის ექსტრა ლიგის შეხვედრებიც გაიმართება.

ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდის ინფორმაციით ბელარუსში კორონავირუსის 69 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 18  ადამიანი დღეს დაინფიცირდა.
დაავადებით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ ყოფილა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი