მთავარი მთავარი ჰარუ ბაშოს იუშოს ბედს იოკოძუნების ჰაკუჰოს და კაკურიუს ჯახი გადაწყვეტს

ჰარუ ბაშოს იუშოს ბედს იოკოძუნების ჰაკუჰოს და კაკურიუს ჯახი გადაწყვეტს

ავტორი კახა მიხანაშვილი
35 ნახვა

სუმოს სამშობლოს ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ბოლოსწინა დღის ორთაბრძოლები შედგა.

დღევანდელი ორთაბრძოლების შემდეგ გადაწყდა, რომ მონღოლი იოკოძუნების ჰაკუჰოს და კაკურიუს ბოლო დღის დაპირისპირება იუშოს ვინაობას გამოავლენს.

რამდენიმე წუთის წინ იოკოძუნებმა გამარჯვებები იზეიმეს.

ლეგენდარულმა ჰაკუჰომ თავის 44-ე იუშოსკენ სავალ გზაზე ბულგარელ რიკიშის მე-13 მაეგაშირა აიოამას სძლია.
,,თეთრმა ფენიქსმა” მეტოქე უვატენაგეთი დაამარცხა.

კაკურიუმ კი სეკივეკე ასანოიამას შიტატენაგეთი მოუგო და ოძეკობის შანსი დიდი ალბათობით, დააკარგვინა.

მარტის ბაშოზე ორივე იოკოძუნას 12 მოგება და 2 მარცხი გააჩნია. ბოლო დღეს კი მათი ჯახი შედგება, რომელიც იმპერატორის თასის მფლობელს გამოავლენს.

ლეგენდარული ჰაკუჰო იმპერატორის თასს 43-გზის მფლობელია.

კაკურიუს კი ჩემპიონობის პატივი წილად 6-ჯერ ხვდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი