მთავარი მთავარი რონალდინიო 40 წლის იუბილეს ციხეში შეხვდა

რონალდინიო 40 წლის იუბილეს ციხეში შეხვდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

დღეს, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ბრაზილიელი რონალდინიოს დაბადების დღეა.

,,გაუჩო” 40 წლის იუბილეს პარაგვაის ციხეში ხვდება.

რონალდინიოს და მის ძმას, რობერტო დე ასის მორეირას ასუნსიონის აეროპორტში ყალბი პასპორტები აღმოუჩინეს.
ძმებს 6-თვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

რონალდო დევასის მორეირა 1980 წლის 21 მარტს, ბრაზილიის ქალაქ მონტე-ალეგრიში დაიბადა.

ფეხბურთის თამაში კი ,,გრემიოში” 7 წლის ასაკში დაიწყო.

მომავალ ვარსკვლავს ფეხბურთის ნიჭი კოჭებში შეეტყო. იგი ბრაზილიელ ტალანტებშიც კი გამორჩეული საფეხბურთო მონაცემებით იყო დაჯილდოვებული.

ნიჭიერი ბიჭის დებიუტი ,,გრემიოს” ძირითად გუნდში 18 წლის ასაკში შედგა და იმ დღიდან რონალდინიო მწვერვალების დაპყრობას შეუდგა.

,,გრემიოში” რონალდინიომ 3 წელი გაატარა და ევროპული გუნდების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

2001 წელს ბრაზილიელი ფეხბურთელი ფრანგულ ,,პსჟ”-ში აღმოჩნდა.
პარიზში რონალდინიომ გენიალური ნიჭი კარგად წარმოაჩინა და 2 წელში ,,ბარსელონას” სკაუტების და ხელმძღვანელობის გული მოიგო.

,,პსჟ”-სთან ერთად ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ინტერტოტოს თასი მოიპოვა. მან 55 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

,,ბარსელონაში” რონალდინიო 2003 წელს 23 წლის ასაკში მოხდა. იგი კატალონიელებს მსოფლიოს ჩემპიონის რანგში შეუერთდა.
2002 წელს ბრაზილიის ნაკრებმა კორეა-იაპონიაში გამართული მუნდიალი მოიგო.
რონალდინიომ კი პლანეტის პირველობაზე შესანიშნავად ითამაშა.
განსაკუთრებით გამოსაყოფია ინგლისთან გამართულ 1/4 ფინალურ მატჩში, მისი საოცარი გოლი.
სამხრეთ ამერიკელმა დევიდ სიმენის კარი მოედნის ცენტრიდან დიდებულად შესრულებული ჯარიმით დალაშქრა.

კატალონიურ გრანდში ,,გაუჩომ” გაილაღა და მისი ვარსკვლავი სრულად ამობრწყინდა.

რონალდინიომ ,,ბარსელონაში” 2003-2008 წლებში ითამაშა და 145 შეხვედრაში 70 გოლი გაიტანა.

ბრაზილიელმა კატალონიურ გუნდთან ერთად 2005-2006 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
2-ჯერ კი ესპანეთის სუპერთასს ირგუნა.

,,ბარსელონაში” გატარებული საუკეთესო წლების შემდეგ რონალდინიო 2008 წელს ,,მილანში” გადაბარგდა. იქ კი 2010-2011 წლების სეზონში სკუდეტო მოიგო.
იტალიურ გუნდში რონალდინიომ 76 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.
კარიერის მიწურულს სამშობლოში დაბრუნდა და ,,ფლამენგოს”, ,,ატლეტიკო მინეიროს”, ,,კუეტაროს” და ,,ფლუმინენსეს” ღირსებას იცავდა.

რონალდინიოს დებიუტი ბრაზილიის ნაკრებში 1999 წელს შედგა.
მან ეროვნულ გუნდში 97 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა კონფედერაციის თასი და კოპა ამერიკის თასი აღმართა.

ჯანმრთელობა და თავისუფლება ვუსურვოდ, მსოფლიოს ფეხბურთიდ უნიჭიერეს და დაუვიწყარ სუპერვარსკვლავს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი