მთავარი მთავარი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქართველი მედიკოსებთან კონსულტაციის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა.
ბოლოს კი პარლამენტის მხარდაჭერით საქართველოში 2020 წლის 21 აპრილამდე საგანგემო მდგომარეობის გამოცხადდა.

აი რა წერია რაგბის კავშირის განცხადებაში:
,,გამგეობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 2020 წლის საერთო კრება (ყრილობა) გადაიდო საფრთხის დასრულებამდე.”

აქამდე რაგბის კავშირის არჩევნები სხვადასხვა მიზეზით 2-ჯერ გადაიდო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი