მთავარი მთავარი პეტრა კვიტოვა: ,,მჯერა, რომ ყველას  შეუძლია გაუკმლავდეს ამ რთულ მდგომარეობას”

პეტრა კვიტოვა: ,,მჯერა, რომ ყველას  შეუძლია გაუკმლავდეს ამ რთულ მდგომარეობას”

ავტორი კახა მიხანაშვილი
46 ნახვა

ჩეხმა ჩოგბურთელმა პეტრა კვიტოვამ საკუთარ ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.

კვიტოვა მოგვიწოდებს, რომ დავრჩეთ სახლში,  ვიფიქროდ, მეგობრებზე, ახლობლებზე და მათ ჩვენი უპასუხისმგებლო საქციელით პრობლემები არ შეუქმნათ.

პეტრა კვიტოვა: ,,გამარჯობა, მეგობრებო და ჩემო გულშემატკივრებო. მე ამჟამად, ვიმყოფები თვითიზოლაციაში. მზივარ სახლში და ვფიქრობ იმ საშინელ ეპიდემიაზე, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩოგანი ხელში დიდი ხანია არ მჭერია და ქუჩაში გასვლას ვერ ვახერხებ დეპრესიაში არ ვარ.
ვფიქრობ და მჯერა, რომ ყველას  შეუძლია გაუკმლავდეს ამ რთულ მდგომარეობას.
მეგობრებო დარჩით სახლში. იფოქრეთ თქვენს მეგობრებსა და ახლობლებზე. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ჩვენი უპასუხისმგებლო საქციელით პრობლემები არ შეუქმნათ მათ
თუ, მეტი ყურადღებით მოვეკიდებით ამ პრობლემას და ექიმების რჩევებს გავითვალისწინებთ კორონავირუსს ერთად დავამარცხებთ” – წერს სოციალურ ქსელში პეტრა კვიტოვა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის 925 შემთხვევაა გამოვლენილი.
აქედან 92 ადამიანი დღეს დაინფიცირდა.
საბედნიეროდ, კვიტოვას სამშობლოში ვირუსით გარდაცვალების ფაქტი ჯერ არ ყოფილა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი