მთავარი მთავარი ,,შევამციროთ რისკი” – თბილისის ,,დინამო” კორონავირუსის წინააღმდეგ რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოგვიწოდებს

,,შევამციროთ რისკი” – თბილისის ,,დინამო” კორონავირუსის წინააღმდეგ რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოგვიწოდებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის ,,დინამო” ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოგვიწოდებს.

,,დინამო” იმ 5 ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, რომლებიც ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ.

1. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ან დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით.

2. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და დარჩით სახლში.
გარეთ გასვლის აუცილებლობის შემთხვევაში კი დაიცავით ხალხთან დისტანცია.

3. მოერიდეთ ხელით თვალთან, ცხვირთან და პირთან შეხებას.

4. გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ხშირად მოხმარებად ნივთებს (გასაღებს, ტელეფონს, საფულეს და ა.შ.)

5. ცხელების, ხველების და გართულებული სუნთქვის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს და მიჰყევით მის ინსტრუქციებს.

საფეხბურთო კლუბი თბილისის ,,დინამო” გვისურვებს ჯანმრთელობას.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი