მთავარი მთავარი ,,დღეს მთელი მსოფლიო ერთ გუნდში ვთამაშობთ და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ” – რობერტ ლევანდოვსკიმ კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონი ევრო გადარიცხა

,,დღეს მთელი მსოფლიო ერთ გუნდში ვთამაშობთ და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ” – რობერტ ლევანდოვსკიმ კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონი ევრო გადარიცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

მიუნხენის ,,ბაიერნის” დიდებულმა პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კორონავირუსთან საბრძოლველად  მეუღლე ანასთან ერთად მილიონი ევრო გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ვერმანული სააგენტო ,,Bild”  ავრცელებს.

ლევანდოვსკი აცხადებს, რომ დღეს მთელი მსოფლიო ერთ გუნდში ვთამაშობთ და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ.

რობერტ ლევანდოვსკი: ,,კორონავირუსის პანდემიამ კაცობრიობა უთანასწორო ბრძოლაში გამოიწვია.
დღეს მთელი მსოფლიო ერთ გუნდში ვთამაშობთ და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ. ჩვენ თუ დახმარება შეგვიძლია, მოდით, ეს ყველამ ერთად გავაკეთოთ.
მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ჩვენი მცირე წვლილი შეგვეტანა დაავადებასთან ბრძოლაში.
ყველამ ვიცით, ჩვენს გარშემო არსებული მძიმე ვითარების შესახებ,  ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.
მოუსმინოთ მათ, ვინც უკეთ იცის რა უნდა გავაკეთოთ. ამით კი აჩვენეთ თქვენი პასუხისმგებლობა“ – აცხადებს რობერტ ლევანდოვსკი.

პოლონეთში კორონავირუსის 536 შემთხვევაა გამოვლენილი. 5 ადამიანი ვირუსისგან გარდაიცვალა, ხოლო 13 კი გამოჯამრთელდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონი ევრო ,,ბაიერნის”, კიდევ ორმა ფეხბურთელმა ლეონ გორეცკიმ და ჯოშუა კიმიხმაც გადარიცხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი