მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო მარცხით დაასრულა

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო მარცხით დაასრულა

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე ჰარუ ბაშო ტოჩინოშინის შიკონათი მოასპარეზე ქართველი რიკიში ლევან გორგაძისთვის ცუდ მოგონებად დარჩება.

ოსაკაში გამართულ 2020 წლის მე-სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა გამოსვლა 6 მოგებითა და 9 მარცხით დაასრულა.

მარტის ბაშოს ბოლო დღეს ლევანმა მე-18 მაეგაშირა იაპონელ კოტონოვაკასთან წააგო.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა ჩვენებური რიკიში დაძაბულ, ხანგრძლივ ორთაბრძოლაში უჰატეჰინერით დაამარცხა.

გორგაძე ჰარუ ბაშოზე მე-9 მაეგაშირას სტატუსით გამოდიოდა.
ექს-ოძეკი მაკე-კოშის გაფორმების შემდეგ წოდებით, კიდევ უფრო დაქვეითდება.

ვიდეო: http://sport.adjara.com/items/2165838

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი