მთავარი მთავარი ლეგენდარულმა იოკოძუნა ჰაკუჰომ იმპერატორის თასი 44-ჯერ აღმართა

ლეგენდარულმა იოკოძუნა ჰაკუჰომ იმპერატორის თასი 44-ჯერ აღმართა

ავტორი კახა მიხანაშვილი
57 ნახვა

სუმოს სამშობლო იაპონიაში 2020 წლის მე-2 სუპერტურნირი ჰარუ ბაშოზე ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს ტროუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

,,თეთრმა ფენიქსმა” ტურნირის დასკვნით ორთაბრძოლაში თანამემამულე იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა.

იოკოძუნების დაპირისპირებაში ჰაკუჰომ მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

ჰაკუჰომ ტურნირი 13 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა.

ლეგენდარულმა რიკიშიმ იუშოსთვის განკუთნილი იმპერატორის თასი კარიერაში 44-ჯერ აღმართა.

დაავაჯარგალ მონხბატი იგივე ჰაკუჰო 35 წლის გახლავთ.
ლეგენდარული იოკოძუნას ფორმის შემხედვარე იმედია, მისი ხილვა ბაშოზე კიდევ არაერთხელ შეგვეძლება.

ჰარუ ბაშოს ბოლო ბრძოლაში ოძეკი ტაკაკეიშომ სეკივაკე ასანოიამასთან ოშირსოშით წააგო და გამომდინარე იქიდან, რომ კადობანში იყო ჩამდგარი პრესტიჟული წოდება დაკარგა.

საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სუმოს მამები და მისცემენ თუ არა ოძეკის წოდებას სეკივაკე ასანოიამას.

ესეც ფინალური ბრძოლის ვიდეო:
http://sport.adjara.com/items/2165847

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი