მთავარი მსოფლიოესპანეთი მადრიდის ,,რეალის” ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი კორონავირუსით გარდაიცვალა

მადრიდის ,,რეალის” ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი კორონავირუსით გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი

მადრიდის ,,რეალის” ყოფილი პრეზიდენტ ლორენცო სანსი კორონავირუსის დაავადებისგან 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა ,,don balon” ავრცელებს.

სანსი ვირუსის ნიშნებით მადრიდის ჰოსპიტალში 3 დღის წინ გადაიყვანეს. მაშინვე ითქვა, რომ იგი ძალიან მძიმედ იყო ავად.

მოხუცის სხეულმა ვერაგულ დაავადებას, ვერ გაუძლო და დღეს გამთენიისას დალია სული.

ლორენცო სანსი ,,სამეფო კლუბის” პრეზიდენტი 5 წლის განმავლობაში 1995-2000 წლებში იყო.
მის პერიოდში ,,რეალმა” 2-ჯერ ჩემპიონთა თასი აღმართა.
ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა.
თითოჯერ კი ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და ესპანეთის სუპერთასი დაისაკუთრა.

ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსით 1,381 ადამიანია გარდაცვლილი.
სულ კი დაავადება 25 496 ადამიანს დაიდასტურდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი