მთავარი მთავარი კახა კალაძე: ,,პაოლო მალდინი ამჟამად თავს უკეთესად გრძნობს”

კახა კალაძე: ,,პაოლო მალდინი ამჟამად თავს უკეთესად გრძნობს”

ავტორი კახა მიხანაშვილი

თბილისის მერმა კახა კალაძემ კორონავირუსით დაინფიცირებულ მეგობარის ,,მილანის” ლეგენდარული ფეხბურთელის პაოლო მალდინის ჯამრთელობის მდგომარეოაზე „პოსტ ტვ”ის ეთერში ისაუბრა.

კალაძე აცხადებს, რომ მალდინის
გამოჯანმრთელების პროცესი უკეთესობისკენ მიდის. იგი ამჟამად თავს უკეთესად გრძნობს.

კახა კალაძე: ,,დღეს პაოლო მალდინისთან კომუნიკაცია მქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. პაოლოს გამოჯანმრთელების პროცესი დადებითად მიდის. იგი ამჟამად თავს უკეთესად გრძნობს. ზოგადად, თვითონ იტალიას რაც შეეხება, მთელი საზოგადოება შეშინებულია. ქვეყნის მაშტაბით საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მილანი და მილანის შემოგარენი, ანუ ლომბარდიის, რეგიონი მთლიანად არის დაკეტილი. ყველაზე მძიმე მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, სწორედ ამ რეგიონშია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ადამიანების გამოჯანმრთელება, თუმცა ძალიან ბევრია დაინფიცირებულთა რიცხვი“, – განაცხადა კალაძემ ,,პოსტ ტვ”-ის ეთერში.

კახა კალაძე და პაოლო მალდინი ,,მილანში” ერთად 8 წლის განმავლობაში თამაშობდნენ.

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 53 578 შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 4
825-ს მიაღწია.
ვირუსისგან 6 072 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი