მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,ბარსელონაში” კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

,,ბარსელონაში” კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში” კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსით სამხრეთ ამერიკაში კატალონიური გრანდის
მთავარი სკაუტი ანდრე კიური და მისი მეუღლე დაინფიცირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა  „მუნდო დეპორტივო“ ავრცელებს.

კიური თავის მეუღლესთან ერთად ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში საკუთარ სახლშია იზოლირებული.
მედიკოსებმა ცოლ-ქმარს გამოკვლევა უკვე ჩაუტარეს. მათი თქმით ამ მომენტისთვის მათ თავბრუსხვევის მსუბუქი სიმპტომები აქვთ და საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ არის.

ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსის 29 909 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ბრაზილიაში კი 1604.
ესპანეთში ვირუსისგან 1 813, ხოლო ბრაზილიაში 25 ადამიანია გარდაცვლილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი