მთავარი სხვა_გუნდური სახეობები შინძო აბე (იაპონიის პრემიერი): ,, ოლიმპიადის გადატანა გარდაუვალია”

შინძო აბე (იაპონიის პრემიერი): ,, ოლიმპიადის გადატანა გარდაუვალია”

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესახებ ისაუბრა.

მისი აზრით, კორონავირუსის გამო ოლიმპიადის გადატანა გარდაუვალია, რადგან მთავარი სპორტსმენების ჯანმრთელობა გახლავთ.

შინძო აბე: ,,ძალიან რთული იქნება სრულფასოვანი ოლიმპიური თამაშების ჩატარება. კორონავირუსის პანდემიის გამო სალიცენზიო ტურნირებიც კი ვერ ტარდება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში მიიღებს. ვფიქრობ, ოლიმპიადის
გადატანის შესახებ გადაწყვეტილება გარდაუვალია.
პირველ რიგში სპორტსმენების ჯანმრთელობაა მთავარი. გასათვალისწინებელია, ასევე გულშელშემატკივარის ფაქტორიც. მათ გარეშე ოლიმპიადას აზრი არ ექნება.” – აცხადებს იაპონიის პრემიერმინისტრი.

თუ ოლიმპიადა არ გადაიდო და დანიშნულ დროს გაიმართა, მასში მონაწილეობას კანადისა და ავსტრალიის დელეგაციები არ მიიღებენ.
ამის შესახებ კანადის და ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ოფიციალურად განაცხადეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი