მთავარი სხვა_გუნდური სახეობები თომას ბახი: ,,ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით მსჯელობას შემდგომ ოთხ კვირაში დავასრულებთ”

თომას ბახი: ,,ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით მსჯელობას შემდგომ ოთხ კვირაში დავასრულებთ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, როდესაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების მომავალთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება და მოწოდება ისმის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი თამაშების შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით სპორტსმენებს მიმართავს.

„ძვირფასო სპორტსმენებო, ამ უპრეცედენტო კრიზისში ყველა ერთნი ვართ. ჩვენც თქვენსავით აღელვებული ვართ იმით, რაც COVID-19-ის პანდემიის გამო ხდება მსოფლიოში. ჩვენი ორგანიზაციის უმთავრესი პრინციპია ასპარეზობათა ყველა მონაწილის ჯანმრთელობის დაცვა და ვირუსის გავრცელების შეკავებისთვის ხელშეწყობა.

…დღეს ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად  ზედმიწევნით ვაფასებთ მსოფლიოში ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას და მის გავლენას ოლიმპიურ თამაშებზე, მათ შორის გადავადების სცენარს.

გულმოდგინედ ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით მსჯელობას შემდგომ ოთხ კვირაში დავასრულებთ,” – ოლიმპიელებს მიმართავს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი.

ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს 24 ივლისი 9 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პარალიმპური – 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი