მთავარი მთავარი ქართველი ძალოსნების გამოსვლების განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ქართველი ძალოსნების გამოსვლების განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
405 ნახვა

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო.

მსოფლიოს პირველობაზე ქართველი ძალოსნები საქმეში 3 ნოემბრიდან ჩაერთვებიან.

1 ნოემბრიდან ძალაში ახალი წონითი კატეგორიები შევიდა.
ასევე დადგინდა ახალი სარეკორდო ზღვარი, რომლის ზემოთაც დაძლეული უმაღლესი წონა მსოფლიოს ახალ რეკორდად ჩაითვლება.

მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს.

აქვე გთავაზობთ ქართველი ძალოსნების გამოსვლების დროს და გრაფიკს.

3 ნოემბერი
გოგა ჩხეიძე (67 კგ) 09:00 სთ.
შოთა მიშველიძე (61 კგ) 16:30 სთ.

6 ნოემბერი
რეზი დავითაძე (89 კგ) 18:55 სთ.

7 ნოემბერი
ანტონ პლესნოი (96 კგ) 16:25 სთ.

8 ნოემბერი
ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) 18:55 სთ.

10 ნოემბერი
ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (+109 კგ) 16:25 სთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი