მთავარი სხვა_გუნდური სახეობები იოშირო მორი: ,,არ არის სპორტსმენი, არ არის ოლიმპიური თამაშები”

იოშირო მორი: ,,არ არის სპორტსმენი, არ არის ოლიმპიური თამაშები”

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი იოშირო მორი მათ პასუხობს, ვინც იაპონიას იმის გამო აკრიტიკებს, თითქოს XXXII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა COVID-19 ვირუსის ფონზე ათლეტთა კეთილდღეობაზე არ ზრუნავს.

იოშირო მორი: ,,სწორედ იმიტომ, რომ ათლეტთა კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, სხვადასხვა ვარიანტები განიხილება, მათ შორის ყველაზე მძიმეც, რამეთუ თუ არ არის სპორტსმენი, არ არის ოლიმპიური თამაშები,” – განაცხადა იოშრო მორიმ.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ საორგანიზაციო კომიტეტში „ისეთი უგუნურები არ არიან”, რომ კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, პირვანდელი გეგმით იმოქმედონ.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ტოკიოში ოლიმპიური თამაშების  ჩატარება ჩვეულ ფორმატში არ მოხერხდა, მაშინ მისი გადატანის ვარიანტი განიხილება.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი