მთავარი მსოფლიოინგლისი ,,არსენალის” მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

,,არსენალის” მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ლონდონის ,,არსენალის” 37 წლის მთავარი მწვრთნელი ესპანელი მიკელ არტეტა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ეს ინფორმაცია თავად მწვრთელმა გაზეთ ,,Evening Standard”-სთან დაადასტურა.

არტეტა აცხადებს, რომ ვირუსის ნიშნები აღარ აქვს და ვგრძნობს, რომ უკვე გამოჯანმრთელდა.

მიკელ არტეტა: ,,კორონავირუსისგან ვგრძნობ, რომ უკვე გამოვჯანმრთელდი. სამი-ოთხი დღეა ყველა სიმპტომმა გამიარა. ახლა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. უახლოეს დღეებში ექიმები განმეორებით ტესტს ჩამიტარებენ და საკარანტინო ზონას საბოლოოდ დავტოვებ.
მოგიწოდებთ, გაითვალისწინოდ ექიმების რეკომენდაციები. მაქსიმალურად დაიცავით თვითიზოლაციის წესები. გაუფრთხილდით თქვენს და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას.” – აცხადებს მიკელ არტეტა.

მიკელ არტეტას კორონავირუსი 12 მარტს, დაუდგინეს.
მის გამო ლონდონის ,,არსენალის” ყველს ფეხბურთელი 14-დღიან კარანტინში გადაიყვანეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი