მთავარი მთავარი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე დიდმა ბრიტანეთმაც უარი თქვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე დიდმა ბრიტანეთმაც უარი თქვა

58 ნახვა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუკი ის მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება. მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს კანადამ და ავსტრიამაც.

დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თავის განცხადებაში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2020 წლის თამაშების გადადებისკენ მოუწოდა.

“ტოკიო-2020”-ის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„გუშინ საღამოს ტოკიო-2020-ს საგანგებო ვიდეოკონფერენცია ჰქონდა IOC-ის პრეზიდენტ თომას ბახთან, რა დროსაც სხვადასხვა სცენარების განხილვაზე შევთანხმდით. მათ შორის, თამაშების გადადებაზე. როგორც ეს IOC-მა განაცხადა, თამაშების კომპლექსურობის გათვალისწინებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით შემდგომ ოთხ კვირაში ჩამოვყალიბდებით” -არნიშნულია “ტოკიო 2020″-ის განცხადებაში.

რაც შეეხება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს, მისი თქმით, იღონებენ ყველაფერს, რათა ოლიმპიური თამაშები ჩატარდეს.

„ვისურვოთ, რომ გვირაბის ბოლოს ოლიმპიური ცეცხლი იქნება ის შუქი, რომელსაც ვიხილავთ. ამიტომაც ყველაფერს ვიღონებთ, რომ თამაშების ჩასატარებლად ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ”- აღნიშნა თომას ბახმა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი