მთავარი მსოფლიოიტალია პაოლო მალდინი: ,,მე და ჩემი ვაჟი კორონავირუსისგან ერთ კვირაში განვიკურნებით”

პაოლო მალდინი: ,,მე და ჩემი ვაჟი კორონავირუსისგან ერთ კვირაში განვიკურნებით”

ავტორი კახა მიხანაშვილი
31 ნახვა

ლეგენდარულმა ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ, რომელიც შვილთან ერთად კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში იმყოფება საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა.

მალდინი აცხადებს, რომ მისი და მისი შვილის დანიელის ჯანმრთელობის მგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და ერთ კვირაში კორონავირუსისგან სრულად განიკურნებიან.
მალდინები ყველა გულშემატკივარს და ექიმებს მადლობას უხდიან.

პაოლო მალდინი: ,,ამ ვიდეოთი მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სოციალური ქსელის მეშვეობით ჩემი და ჩემი ვაჟის მიმართ სიყვარული და მზრუნველობა გამოხატა. ჩვენი ჯამრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უკეთესობისკენ მიდის. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად გვაქვს. ექიმების პროგნოზით, ამ ვირუსისგან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განვიკურნოთ.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ექთანს, ჯანდაცვის თანამშრომლებს და სამართალდამცავებს, რომლებიც უმკლავდებიან ამ საგანგებო სიტუაციას მაქსიმალური სიმამაცითა და პროფესიონალიზმით.
თქვენს გამო ვამაყობთ იმით, რომ იტალიელები ვართ. ჩვენ ყველანი ერთად ამ საშინელ ვირუსს დავამარცხებთ.
კიდევ ერთხელ მადლობა“, – აცხადებს პაოლო მალდინი ვიდეო მიმართვაში.

პაოლო მალდინისა და მის ვაჟს დანიელს კორონავირუსი 20 მარტს დაუდგინეს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი