მთავარი საქართველოეროვნული ლიგა რომან ფიფია: ,,უფლის წყალობით ეს პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება”

რომან ფიფია: ,,უფლის წყალობით ეს პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება”

ავტორი კახა მიხანაშვილი
142 ნახვა

თბილისის ,,დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” მიმართვა გაავრცელა.

ფიფია ყველას მოგვიწოდებს გავიაზროთ სოციალური პასუხისმგებლობა, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს,   ვიყოთ იზოლირებულები და დავიცვათ ჰიგიენის წესები.

,,დინამოს” პრეზიდენტს სჯერავს, რომ უფლის წყალობით ეს პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება.

რომან ფოფია: ,,მინდა მივმართო  თბილისის ,,დინამოს” თანამშრომლებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, აკადემიის წევრებს, გულშემატკივრებს და ყველა ადამიანს, რომელიც  თბილისის ,,დინამოს”

დიდი ოჯახის წევრია.

იმ რთულ ვითარებაში, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია, მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ სოციალური პასუხისმგებლობა გამოხატული ერთმანეთის მოფრთხილებით, ვიყოთ იზოლირებულები და დავიცვათ ჰიგიენის წესები, რომელიც დღესდღეობით ვირუსთან ბრძოლაში ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. გვახსოვდეს, რომ ამით დავიცავთ ჩვენი და ჩვენი უფროსი თაობის ჯანმრთელობას. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით რთული დრო უდგას. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეწყვეტილია ეროვნული ჩემპიონატი, რასაც უდიდესი სპორტული და ფინანსური ზიანი მოაქვს სპორტის ამ სახეობისთვის. ფეხბურთი საჭიროებს ინტენსიურ, დინამიურ მუშაობას და შესაბამისად, მისი ძველ კალაპოტში დაბრუნება არ იქნება ადვილი და დასჭირდება გარკვეული დრო. თუმცა, დარწმუნებული ვარ ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას. მთავარია ვიზრუნოთ ერთმანეთზე. უფლის წყალობით ეს პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება. ჯანმრთელობას გისურვებთ!

 სკ დინამო თბილისის პრეზიდენტი – რომან ფიფია

წყარო: fcdinamo.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი