მთავარი მთავარი ლეგენდარული მანუჩარ მაჩაიძე იუბილარია

ლეგენდარული მანუჩარ მაჩაიძე იუბილარია

ავტორი კახა მიხანაშვილი
817 ნახვა

დღეს, ლეგენდარულ ქართველი ფეხბურთელს თბილისის ,,დინამოს” ლიდერს და კაპიტანს მანუჩარ მაჩაიძეს 71 წელი შეუსრულდა.

მანუჩარი 1949 წელს რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში დაიბადა.

მაჩაიძე ფეხბურთს 35-ე სკოლაში ეზიარა.

1967 წელს კი 18 წლის ასაკში თბილისის ,,დინამოში” ჩაირიცხა.

ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ,,დინამოსთან” ერთად 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1977 წელს საკავშირო პირველობის ვიცეჩემპიონი გახდა. 4-ჯერ კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.

1976 და 1979 წელს კაპიტნის რანგში საბჭოთა კავშირის თასი აღმართა.
1973 წელს კი საერთაშორისო ტურნირის ,,კარაველას თასის” გამარჯვებული გახდა.

მანუჩარ მაჩაიძე 1978 და 1979 წელს 33 საუკეთესო საბჭოთა ფეხბურთელთა შორის პირველ ნომრად შეიყვანეს.

მაჩაიძემ ,,დინამოში” ჯამში 297 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.

1980 წელს კი ,,დინამოს” დატოვება მოუწია და ტაშკენტის ,,ფახთაქორში” გადაბარგდა.
1981 წელს მოსკოვის ,,სპარტაკში” აღმოჩნდა.
რამდენიმე თვეში კი სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისის ,,ტორპედოს” მაისური მოირგო.
1982 წელს კი 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მაჩაიძეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

1984–1985 წლებში მანუჩარი თბილისის ,,ლოკომოტივის” მწვრთნელი გახლდათ.

,,სპორტერის” რედაქცია ულოცავს ლეგენდარულ ფეხბურთელს 71 წლის იუბილეს და ჯამრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი