მთავარი მთავარი მურთაზ შელია 51 წლის გახდა

მურთაზ შელია 51 წლის გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მურთაზ შელია იუბილარია.

შელიას 51 წელი შეუსრულდა.

მურთაზ შელიას საქართველოს ნაკრების რიგებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული.

საკლუბო დონეზე კი ოჩამჩირის ,,ამირანის”, თბილისის ,,დინამოს”,  გერმანული ,,ზაარბრიუკენის”,  ვლადიკავკაზის ,,სპარტაკ ალანიას”, ინგლისური ,,მანჩესტერ სიტის” და თბილისის ,,ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა.

მურთაზ შელია თბილისის ,,დინამოში”  1991-1994, 1995 და 2000 წელს გამოდიოდა. მან საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტული 4-ჯერ დაიმსახურა.
4-ჯერ კი საქართველოს თასი აღმართა.

,,სპორტერის” რედაქცია ულოცავს მურთაზ შელიას დაბადების დღეს და ჯანმრთელობას, მხნეობას და ღვთის წყალობას უსურვებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი