მთავარი მთავარი დიდი სპორტსმენი და დიდი პიროვნება – როჯერ ფედერერი კორონავირუსისგან დაზარალებულებს მილიონი ფრანკით დაეხმარება

დიდი სპორტსმენი და დიდი პიროვნება – როჯერ ფედერერი კორონავირუსისგან დაზარალებულებს მილიონი ფრანკით დაეხმარება

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მეუღლესთან ერთად შვეიცარიის იმ ოჯახებს დაეხმარება, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით დაზარალდნენ.

ფედერერმა საქველმოქმედო საქმისთვის მილიონი შვეიცარიული ფრანკი ჩარიცხა.

აი რას წერს როჯერ ფედერერი საკუთარ ,,ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე:
,,მსოფლიო ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
დადგა რთული დრო ყველასთვის და არავინ არ უნდა დარჩეს დახმარების გარეშე.
მე და ჩემმა მეუღლემ მიკამ, გადავწყვიტეთ, მილიონი შვეიცარიული ფრანკი შევწიროთ შვეიცარიის იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ეს მხოლოდ დასაწყისია და მათ დახმარებას ჩემი ოჯახი მომავალშიც გააგრძელებს.
იმედი გვაქვს, რომ დიდი რაოდენობით გაჭირვებული ოჯახების დახმარებას სხვებიც შეუერთდებიან და  ერთად შევძლებთ ამ კრიზისის გადალახვას.
ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრებო, ყველას მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ექიმების რჩევები. დაიცავით ჰიგიენა და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები.
ერთად დავამარცხოდ კორონავირუსი” – აცხადებს ლეგენდარული როჯერ ფედერერი.

ამ დროისთვის შვეიცარიაში კორონავირუსის 10,537 შემთხვევაა გამოვლენილი.
დაავადებისგან 149 ადამიანი გარდაიცვალა.
131 კი გამოჯამრთელდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი