მთავარი მთავარი ბრაზილიელ ჩოგბურთელ ტიაგო სეიბუტ ვილდს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრაზილიელ ჩოგბურთელ ტიაგო სეიბუტ ვილდს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
8 ნახვა

ATP-ს რეიტინგის 114-ე ჩოგან ბრაზილიელ ტიაგო სეიბუტ ვილდს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ 20 წლის  სამხრეთ ამერიკელმა ჩოგბურთელმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

აი რას წერს სოციალურ ქსელში ტიაგო სეიბუტ ვილდი:
„მე ,,COVID19″ დამიდგინდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირა თვითიზოლაციაში გავატარე, ვიცავდი ექიმების რეკომენდაციებს, ვზრუნავდი საკუთარ თავზე დაავადებას მაინც ვერ ავცდი.
ამ ეტაპზე ბრაზილიის ერთ-ერთ კლინიკაში ვიმყოფები. ექიმების განმარტებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ კორონავირუსისგან თავის დასაღწევად, საჭიროა ჰიგიენის დაცვა, სახლში დარჩენა და საკუთარ ახლობლებზე ზრუნვა.
ყველამ დაიცავით თვითიზოლაციის წესები,  ეს ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას“, – წერს ,,ტვიტერზე” ბრაზილიელი ჩოგბურთელი.

მიმდინარე წლის თებერვალში
ტიაგო სეიბუტ ვილდმა კარიერაში პირველი ATP-ის ტურნირი მოიგო.
ბრაზილიელმა წარმატებას ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიაღწია.
იგი პირველი ჩოგბურთელია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.

ამ დროისთვის ბრაზილიაში კორონავირუსის 2,554 შემთხვევაა აღმოჩენილი.
დაავადებისგან 59 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯამრთელება კი ორმა  მოქალაქემ მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი