მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ერთი მატჩის ისტორია: ლევან კობიაშვილის ბოლო წუთზე გატანილი გოლით დამარცხებული ხორვატია

ერთი მატჩის ისტორია: ლევან კობიაშვილის ბოლო წუთზე გატანილი გოლით დამარცხებული ხორვატია

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვება ყოფილა.

დღეს, კი გავიხსენოთ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ასეთი გამარჯვება.

ზუსტად, 9 წლის წინ 2011 წლის 26 მარტს, თბილისში ,,ბორის პაიჭაძის სახელობის” სტადიონზე
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში ერთმანეთს საქართველოსა ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ქართველმა გულშემატკივრებმა ტრიბუნები თითქმის პირთამდე შეავსეს და ბრძოლაც გაჩაღდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დაცვითი ტაქტიკა აირჩია.
ქართველები თავს მწყობრად იცავდნენ და საჭიროების შემთხვევაში, არც კონტრიერიშებზე ამბობდნენ უარს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნუკრი რევიშვილმა გადაგვარჩინა. საქართველოს ნაკრების მეკარემ დაბალ კუთხეში შესანიშნავი ნახტომით ისეთი ბურთი მოიგერია, რომელზეც ჯანლუიჯი ბუფონი და მანუელ ნოიერიც კი მოაწერდნენ ხელს.

და ბოლოს.
მიმდინარეობს მატჩის უკანასკნელი წუთი სტადიონზე შეკრებილ 55 000-მდე გულშემატკივარს გოლი ხილვის საშუალება არ მიეცა.

რამდენიმე წამში კი ქომაგმა იხუვლა. ტაბლოზე კი ანგარიში შეიცვლა.
90-ე წუთზე საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი შეცვლაზე შესულმა ოთარ მარცვალაძემ მიიღო. მან ერთი მცველი ოსტატურად ჩამოიტოვა და პასი გააკეთა. ლევან კობიაშვილმა კი ულამაზესი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია.

გულშემატკივართა ყიჟინას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საქართველომ ფავორიტი ხორვატია 1:0 დაამარცხა.

აი როგორ იხსენებს გოლის ეპიზოდს ოთარ მარცვალაძე:
,,როდესაც ბურთი მივიღე დრო ფაქტობრივად აღარ იყო. წინ მოწინააღდეგის ერთი მცველი დამიდგა. მცველი მოვატყუე და თავი ავწიე. დავინახე კობიაშვილი მარტო იდგა. ვიფიქრე თუ ახლა ზუსტ პასს გავაკეთებ შეიძლება, რამე გამოვიდეს მეთქი. რამდენიმე წამში კი გახარებული გულშემატკივრების ყვირის გარდა აღარაფერი მესმოდა.

ესეც ლევან კობიაშვილი: ,,ეს მატჩი ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. დიდი ბედნიერებაა ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა გახარება. თან პრინციპულ შეხვედრაში ბოლო წუთებზე გატანილი  გოლით.
მარცვალაძემ ბურთი, რომ მიიღო ვცდილობდი საჯარიმოში ხელსაყრელი პოზიცია მომეპოვებინა. ყველაფერი წამებში მოხდა. ბურთი მივიღე და რაც შემეძლო ზუსტად კარში დავარტყი. მერე კი იყო ზღვა ემოციები, როგორც ფეხბურთელებისა, ასევე გულშემატკივრების.”

ლევან კობიაშვილის გოლის შემდეგ ემოციები, ვერც იმ მატჩის კომენტატორმა დავით მინაშვილმა დამალა და რამდენიმე წუთი პირდაპირ ეთერში ბრაზილიელი კომენტატორივით გაჰყვიროდა.

ესეც მატჩის მონაწილეები საქართველოს ნაკრებიდან:
საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ხუბუტია, კალაძე (კაპიტანი), ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა, დაუშვილი (გოგუა, 73), იაშვილი (მარცვალაძე, 62), კობიაშვილი, დვალიშვილი (სირაძე, 46).

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი