მთავარი მსოფლიოგერმანია გერმანელი ფეხბურთელი ტიმო ჰიუბერსი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

გერმანელი ფეხბურთელი ტიმო ჰიუბერსი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის კლუბ ,,ჰანოვერის” ფეხბურთელი ტიმო ჰიუბერსი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ჰიუბერსის კორონავირუსზე ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მიიღო.

გერმანელი ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იყო და საკუთარ სახლში მკურნალობდა.

23 წლის ტიმო ჰიუბერსი პირველი გერმანელი ფეხბურთელია, რომელსაც ექიმებმა აღნიშნული დაავადება დაუდგინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით გერმანიაში კორონავირუსის 39,502 შემთხვევაა გამოვლენილი.
დაავადებისგან 222 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელება კი ჩვენი ახალი ამბავის გმირის მსგავსად 10,457 ადამიანმა მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი