მთავარი მთავარი ლეგენდარულ „მარაკანას“ სტადიონზე საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

ლეგენდარულ „მარაკანას“ სტადიონზე საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

ბრაზილიის რიო დე ჟანეიროს ლეგენდარული ,,მარაკანას“ სტადიონი კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით საველე ჰოსპიტალად გადაკეთდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სახელგანთქმულ სტადიონზე ექიმები კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს უმკურნალებენ.

,,მარაკანას” სტადიონის გარდა საველე ჰოსპიტალი „კორინთიანსის“, „სან პაულუს“, „ბოტაფოგოსა“ და „სანტოსის“ სტადიონებზეც მოეწყობა.

ბრაზილიაში ამჟამად კორონავირუსის 2,589 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ინფიცირებულთა ზრდას არ გამორიცხავს და სტადიონების საველე ჰოსპიტალად გადაკეთებაც პრევენციის მიზნით გადაწყვიტეს.

ბრაზილიაში კორონავირუსისგან 61 ინფიცირებული გარდაიცვალა, ხოლო 6 კი გამოჯანმრთელდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი