მთავარი მთავარი მიშელ იდალგო გარდაიცვალა

მიშელ იდალგო გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
144 ნახვა

87 წლის ასაკში საფრანგეთის საფეხბურთო  ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიშელ იდალგო გარდაიცვალა.

იდალგო საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 8 წლის განმავლობაში 1976–1984 წლებში წვრთნიდა.
მისი ხელმძღვანელობით ფრანგებმა 1984 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიმსახურეს.

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მე-4 ადგილზე გავიდნენ.

მიშელ იდალგო 1933 წლის 20 მარტს დაიბადა.

საფეხბურთო კარიერის დროს ,, ლე ავრში”, ,,რეიმსში” და ,,მონაკოში” გამოდიოდა.

სამწვრთნელო კარიერა კი 43 წლის ასაკში დაიწყო.

ზემოთნახსენები მიღწევების გარდა მიშელ იდალგოს სამწვრთნელო ასპარეზზზე სხვა დამსახურებებიც აქვს.
იგი 1982 წელს საფრანგეთის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
1984 წელს ევროპის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი მიანიჭეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი