მთავარი მსოფლიოNBA კალათბურთელი კრისტიან ვუდი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

კალათბურთელი კრისტიან ვუდი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

NBA-ს გუნდ  ,,დეტროიტ პისტონსის” კალათბურთელი კრისტიან ვუდი კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამ სასიამოვნო ფაქტის შესახებ ჟურნალისტი  შემს ჩარანია საკუთარ ,,ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.

,,დეტროიტის” კალათბურთელს  ,,COVID 19″-ის ინფექცია მარტის დასაწყისში დაუდგინდა.

საავადმყოფოში მყოფ კრისტიან ვუდს კორონავირუსზე ექიმებმა ორი ტესტი ჩაუტარეს. ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

კალათბურთელი კლინიკიდან უკვე გამოეწერა და წესისამებრ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იქნება.

ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევები დღითიდღე იზრდება. ამ დროისთვის შეერთებულ შტატებში დაავადება 85,594 ადამიანს აღმოაჩნდა. აშშ-მ ინფიცირებულთა რიცხვით ჩინეთს გაუსწრო, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა.

ამერიკაში 1,300 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო გამოჯამრთელება კი  1,868 შეძლო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი