მთავარი მთავარი ჯანი ინფანტინო: ,,ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას უნდა დათანხმდნენ”

ჯანი ინფანტინო: ,,ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას უნდა დათანხმდნენ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ,,fifa.com” ისაუბრა.

ინფანტინოს აზრით, შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ფეხბურთელების მიერ ხელფასების შემცირებაზე თანხმობა იქნება.

ფიფას პრეზიდენტმა საკლუბო ასოციაციის და ფეხბურთელთა კავშირის წარმომადგენლებთან ამ თემაზე ონლაინსივრცეში ისაუბრა. ჯერჯერობით მათი პოზიცია უცნობია.

ჯანი ინფანტინო: ,,მსოფლიოს წარმოუდგენელ სიტუაციაში აღმოჩნდა. კორონავირუსის გამო ჩვენი პლანეტა შეჩერებულია. ბუნებრივია, ეს კრიზისი საფეხბურთო სექტორზეც აისახა. ჩემი და ჩემი ორგანიზაციის აზრით, ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი ერთია.
ფეხბურთელები
ხელფასების შემცირებას უნდა დათანხმდნენ.
ამის შესახებ საკლუბო ასოციაციის და ფეხბურთელთა კავშირის წარმომადგენლებს ონლაინსივრცეში უკვე ვესაუბრე. იმედია, ისინი ფეხბურთელებს ფინანსური შეზღუდვის აუცილებლობაში დაარწმუნებენ.
მოთამაშეებს ხელფასის ნაწილზე უარის თქმა, მხოლოდ იქამდე მოუწევთ, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება, ხოლო შემდეგ
გასამრჯელოს კონტრაქტის მიხედვით ჩვეულებრივ აიღებენ.
ფიფა მზაობას გამოთქვამს, რომ კონტრაქტები, რომლებიც ძალაში 30 ივნისამდეა, ავტომატურად იქამდე გახანგრძლივდეს, სანამ სეზონი არ დასრულდება.” – აცხადებს ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის 532,263 შემთხვევაა გამოვლენილი.
გარდაცვლილია 24,090 ადამიანი, ხოლო 124,349 პიროვნებამ გამოჯანმრთელება მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი