მთავარი მთავარი სლოვაკეთში მოთამაშე  ქართველი ფეხბურთელი ბექა თოდუა კლუბს იცვლის

სლოვაკეთში მოთამაშე  ქართველი ფეხბურთელი ბექა თოდუა კლუბს იცვლის

ავტორი კახა მიხანაშვილი
287 ნახვა

სლოვაკეთის საფეხბურთო  კლუბ ,,ვლჩანის” 25 წლის ქართველი ფეხბურთელი ბექა თოდუა ახალ გუნდში გადადის.

თოდუა იჯარის წესით 6 თვით სლოვაკურ  კლუბ ტოპოლნიკის  ,,დრუჟსტევნიკში”  ითამაშებს.

მოგეხსენებათ,  მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო ჩემპიონატები გაურკვეველი ვადით არის გადაიდებული.

ბექა თოდუა ახალ გუნდს ჩემპიონატების განახლების შემდეგ შეუერთდება.

გუნდებმა წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ფეხბურთელის იჯარის პირობებიც უკვე შეათანხმეს.

ტოპოლნიკის  ,,დრუჟსტევნიკი” სლოვაკეთის რანგით მე-5 დივიზიონში გამოდის.

ბექა თოდუა ზუგდიდის ,,ბაიას” აღზრდილია.  მას სწავლება  პორტუგალიურ  “ბენფიკაში”  აქვს გავლილი.
სლოვაკეთის ჩემპიონატამდე კი
უკრაინული “ბროვარის” ღირსებას იცავდა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი